ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია” ფოთში ახალ მეტეორადიოლოკატორს ხსნის.
სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ამერიკული წარმოების მეტეორადიოლოკატორის დამონტაჟებით, შპს „საქაერონავიგაციამ“ წინასწარი გაფრთხილების საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის პროექტი დაასრულა.
„საქაერონავიგაციას“ ახალი მეტეორადიოლოკატორი შესაძლებლობას მისცემს, მუდმივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის. მეტეორადიოლოკატორი ღია საერთაშორისოტენდერში გამარჯვებულმა ამერიკულმა კომპანიამ (Enterprise Electronics Corporation) დაამონტაჟა.
„საუკეთესო ამერიკული სისტემის დანერგვის შემდეგ, საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს. ახალი სისტემა საქაერონავიგაციას მისცემს შესაძლებლოას, მუდმივად მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და დროული სიგნალის გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად მოქნილს და ეფექტურს გახდის საჰაერო მოძრაობის მართვას საქართველოს საჰაერო სივრცეში“, – აცხადებენ „საქაერონავიგაციაში“.
გახსნის ცერემონიას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.