საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქცია განახლდა.
მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას ცალკეული ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მოთხოვნა უცვლელია: საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები განმარტავენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურას არ შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. გუშინ დაანონსებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ კი საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გამწვავდა.
ნოდარ ჩაჩუა აშუქებს პარლამენტთან მიმდინარე აქციას.