საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორობის კიდევ ხუთი კანდიდატი წარედგინა
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ხუთი კანდიდატი წარედგინა. ინფორმაციას საპროკურორო საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იურისტ დავით ზირაქაშვილის კანდიდატურას გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.
იურისტ ვიქტორ ახალბედაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს აიპ „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა.
ამასთან, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა ორგანიზაციის წევრები: კობა კობახიძე, დარიკო თორდია და ვალერი კვანტალიანი.
დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე იტვირთება.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.