საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კახიანი შესაძლოა, გურამ მაჭარაშვილმა შეცვალოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კახიანი შესაძლოა, გურამ მაჭარაშვილმა შეცვალოს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დაინიშნება, მის შემცვლელად გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურა მოიაზრება, რომელიც ახლა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
პარტია „ქართულ ოცნებაში” საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების მიზნით, პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. უმრავლესობას ერთკვირიანი ვადა აქვს, ორი ვიცე-სპიკერი და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე დაასახელოს. არსებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი კახიანის კანდიდატურაც განიხილება.
უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტი დატოვა თამარ ჩუგოშვილმა და ვიცე-სპიკერის თანამდებობა – ზვიად ძიძიგურმა.