გიორგი კახიანი – ოპოზიცია საზოგადოების დეზინფორმაციისა და ტყუილების კასკადში მოქცევას ცდილობს

17:49, 05.11.2024

ოპოზიცია საზოგადოების დეზინფორმაციისა და ტყუილების კასკადში მოქცევას ცდილობს, ეს იქნება პირადობებთან დაკავშირებით ტყუილები თუ ამომრჩევლის რაოდენობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, ეგზიტპოლების შედეგები გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლებიც დასაფიქრებელია. როგორ შეიძლება, კვლევაში ისეთი დიდი ცდომილება იყოს, როგორც იყო? საუბარია თითქმის 30-პროცენტიან სხვაობაზე. ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს და გარკვეულ მოკვლევებს საჭიროებს. დეზინფორმაციაა სწორედ ის, რის მოხვევასაც ოპოზიცია საზოგადოებისთვის ცდილობს“, – განაცხადა კახიანმა.

მსგავსი