საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
„მინდა, მოგახსენოთ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, 28 ოქტომბერს დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთან. შესაბამისი დოკუმენტი დღესვე გადაიგზავნება პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა.