საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

15:02, 01.08.2018

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

„მინდა, მოგახსენოთ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, 28 ოქტომბერს დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთან. შესაბამისი დოკუმენტი დღესვე გადაიგზავნება პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა.

მსგავსი