საპენსიო სააგენტო - 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.24 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 492 მილიონ ლარს შეადგენს
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური მარტის ანგარიშს აქვეყნებს.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით – 43.31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.28% შეადგინა.
2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.24 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია.