საპენსიო სააგენტო – 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.24 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 492 მილიონ ლარს შეადგენს

12:49, 07.04.2023

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური მარტის ანგარიშს აქვეყნებს.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით – 43.31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.28% შეადგინა.

2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.24 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია.

მსგავსი