საპატრულო პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ახალი წელი მიულოცეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა წიკლაურების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ახალი წელი მიულოცეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა მათ მიერვე შეგროვებული თანხით საკვები პროდუქტები, პატარებისთვის სათამაშოები და ტკბილეული შეიძინეს, რომელიც ოჯახს თანხის დარჩენილ ნაწილთან ერთად გადასცეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველი ოჯახი თავად შეარჩიეს და წინასაახალწლოდ ეწვივნენ.
წიკლაურების ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვია.