საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს [ფოტო]
14:16, 08.03.2020
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
„პატრულ-ინსპექტორებმა 8 მარტს ქალბატონებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.