საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე არ იმუშავებს
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე არ იმუშავებს

2022 წლის პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს, – ამის შესახებ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე, უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს.

რაც შეეხება საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის სერვისს, აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტ რეჟიმში, „112“-ის საჯარიმო სადგომზე, თბილისში (მისამართი: დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა, ყოფილი დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია)“, – აღნიშნულია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.