საპატრულო პოლიცია - „დირსის“ კორპუსებში მობილიზებულები ვართ, რომ დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება
საპატრულო პოლიცია - „დირსის“ კორპუსებში მობილიზებულები ვართ, რომ დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება

მესამე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი სახლები დაიკავეს და სამინისტროსგან ფართების დაკანონებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძე აცხადებს, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად არიან.

„საცხოვრებელ კომპლექსებს „დირსში“, რამდენიმე კორპუსის სადარბაზოში შეჭრილია ასორმოცდაათამდე დევნილი პირი. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვას. პოლიცია გააგრძელებს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, რათა არ მოხდეს მხარეებს შორის რაიმე კონფლიქტი ან დაპირისპირება. ნებისმიერ პირს აქვს საშუალება, მიიღოს საკვები და სასმელი წყალიც, ამასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფები საქმის კურსში არიან და არა ერთხელ მიაწოდეს საკვებიც და წყალიც. ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ ადგილზე დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება სხვა დავალება პოლიციას არ გააჩნია“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.