საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, სასულიერო პირები თბილისის საკრებულოსთან პარაკლისს გადაიხდიან
საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 30-მდე სასულიერო პირი „თავისუფლების მოედანზე“, თბილისის საკრებულოსთან პარაკლისს გადაიხდის. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
უცნობია, რა საკითხზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირები საპატრიარქოში, თუმცა არსებული ინფორმაციით, შეკრების მთავარი თემა მარიხუანასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი იყო.
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ვრცელ კომენტარს თბილისის საკრებულოსთან გააკეთებენ.