საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით შარაშენიძე ანდრია ჯაღმაიძემ შეცვალა
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით შარაშენიძე ანდრია ჯაღმაიძემ შეცვალა.
ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ბრძანების მიხედვით, შარაშენიძე საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.