საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით შარაშენიძე ანდრია ჯაღმაიძემ ​შეცვალა
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით შარაშენიძე ანდრია ჯაღმაიძემ ​შეცვალა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით შარაშენიძე ანდრია ჯაღმაიძემ შეცვალა.

ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ბრძანების მიხედვით, შარაშენიძე საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.