საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
„საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.