საპატრიარქო - ეკლესია ემიჯნება აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს, სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება
საპატრიარქო - ეკლესია ემიჯნება აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს, სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება

საქართველოს საპატრიარქო თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას დილიდან მართავენ.

აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა. ასევე დაშავდნენ მედიის სხვა წარმომადგენლები.

ამასთან, მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.