საპატრიარქო - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრებს სულიერი დატვირთვის იყო და სხვა მიზანი არ ჰქონია
დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლები, ზაზა სარალიძე და დავით დადუნაშვილი დღეს პატრიარქს შეხვდნენ.