დავით დადუნაშვილი - პატრიარქის მოსაზრება არის ის, რომ სიმშვიდისკენ მომიწოდა მეც და ზაზა სარალიძესაც
დავით დადუნაშვილი - პატრიარქის მოსაზრება არის ის, რომ სიმშვიდისკენ მომიწოდა მეც და ზაზა სარალიძესაც

კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე დაგვლოცა, ჩემი გვარი და ოჯახი დალოცა და დღეგრძელობა მისურვა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის მამამ, დავით დადუნაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ დაუფიქსირებია პატრიარქს თავისი მოსაზრება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, დავით დადუნაშვილმა განაცხადა, რომ პოზიცია არ გამოუთქვამს.

„უბრალოდ, ემი ოჯახი დალოცა და მისი მოსაზრება ის არის, რომ სიმშვიდისკენ მომიწოდა მეც და ზაზაც“, – განაცხადა დავით სარალძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა, ლევან სარალიძის მამის თქმით, შეხვედრა საპატრიარქოს ინიციატივა იყო.

ასევე, ცოტა ხნის წინ, კათოლიკოს-პატრაირქთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.