საპარტნიორო ფონდი ჩინეთიდან ჩარტერული რეისების დანიშვნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
“აბრეშუმის გზის” ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და ჩინურ ტურისტულ კომპანიებს beijing great wall international trevel service co.ltd-ს და ankeyunda air service co.ltd-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტზე ხელი მოაწერეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინური ტურისტული კომპანიების დირექტორმა ლი იათაომ. მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას.
მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყო ჩინეთის დიდი ქალაქებიდან ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებითაც, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
“მოგეხსენებათ, საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია და ჩვენ ვცდილობთ, საქართველიში ამ კუთხით ტურიზმის ინდუსტრია განვავითაროთ, მოვიზიდოთ ინვესტიციები და საერთაშორისო ბაზარზე ამ სექტორის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. სტატისტიკური მონაცემებით, ჩინეთის ერთი მოქალაქე მოგზაურობის დროს საშუალოდ 900 აშშ დოლარს ხარჯავს. შესაბამისად ქვეყანა, რომელშიც, მილიარდ სამასი ათასი ადამიანი ცხოვრობს, საქართველოსთვის საინტერესოა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთს შორისცპირდაპირი ავიარეისების დანიშვნა”,- აღნიშნა დავით საგანელიძემ.