საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ
საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დღეს წასულ გიორგი ხოჯევანიშვილს, ალექსანდრე მოწერელიასა და ბექა ლილუაშვილს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ. ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი თანამდებობებზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

კერძოდ, გიორგი ხოჯევანიშვილი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, ალექსანდრე მოწორელია აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო ბექა ლილუაშვილი დარგობრივი კომიტეტის პირველი მოადგილე.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციიდან გასვლის გამო, დეპუტატებს კომიტეტის წევრობა უწყდებათ, რადგან ისინი კომიტეტის წევრები სწორედ ფრაქციის კვოტით გახდნენ.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.

„გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.