საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ლევან ბეჟაშვილის არჩევას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერს.

„საპარლამენტო უმრავლესობის საერთო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.