დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე კვირაში განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ.
„ძალიან დატვირთული კვირაა, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ველოდებით. ახალი რეგლამენტის მიხედვით მინისტრები ძალიან ხშირად გვსტუმრობენ. ასევე რეგლამენტის თანახმად, 22 მარტს პარლამენტში ველოდებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის დღევანდელი სხდომის საკითხები შეეხება მიმდინარე დატვირთულ კვირას, დღის წესრიგს. ვეცდებით, მაქსიმალურად გავიაროთ ყველა თემა, რაც მიმდინარე კვირაში დღის წესრიგში დადგება, წინა კვირაში განითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც. ველოდებით, რომ იქნება ამის შესახებ კითხვები. უმრავლესობის წევრები თუ არ დასვამენ, ოპოზიციისს წარმომადგენლები არ გამოტოვებენ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, 20 მარტს მოუსმენენ. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კი, საკანონმდებლო ორგანოში 22 მარტს, ინტერპელაციის წესის ფარგლებში წარდგება.