პარლამენტში 20 მარტს თეა წულუკიანს მოუსმენენ

06:58, 18.03.2019

საქართველოს პარლამენტში 20 მარტს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ. თეა წულუკიანი დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარდგება.

იუსტიციის მინისტრი კანონმდებლებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, მოგვიანებით კი პოლიტიკური დებატები გაიმართება.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობიდან თეა წულუკიანი მესამე მინისტრია, რომელიც დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარდგება.

კანონმდებლებმა უკვე მოუსმინეს ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

მსგავსი