„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება
„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება

საპარლამენტო ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“  საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება.

ბიუროს სხდომაზე, სადაც კომიტეტებში კვოტების გადანაწილებაზე იმსჯელეს, ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ ინფორმაცია ფრაქციის წევრების კომიტეტებში წარდგენის შესახებ.

„მგონია, რომ ბიურომ უარი არ უნდა უთხრას ოპოზიციას, თუ მათ სურთ კომიტეტებში გაწევრიანება და დაბრუნება. რა თქმა უნდა, ამის საშუალება მათ აქვთ”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიუროზე წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონები“ აგრარულ საკითხთა კომიტეტში წარადგენს ლაშა დამენიას, გარემოს დაცვის და ბუნებრივი და რესურსების კომიტეტში აკაკი ბობოხიძეს, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში თენგიზ გუნავას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ზურაბ ჭიაბერაშვილს.

რაც შეეხება ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში წარადგენს სერგო რატიანს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გიორგი ბოკერიას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში გიორგი კანდელაკს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გიორგი კანდელაკი, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში ზაზა კედელაშვილშვილს, ჯანდაცვის კომიტეტში ელენე ხოშტარიას.

ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წარდგენილია გიორგი ტუღუში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ლელა ქებურია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დავით ბაქრაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში ირმა ნადირაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ირაკლი აბესაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გიორგი წერეთელი, საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტში ხათუნა გოგორიშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გიორგი წერეთელი.

პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლება საპარლამენტო კომიტეტების დატოვების შესახებ 28 ნოემბერს განაცხადეს. მათი პროტესტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ გამოიწვია.

„რეგლამენტის შესაბამისად, დავტოვეთ ყველა კომიტეტი. თითო დეპუტატი მინიმუმ ორ კომიტეტში იყო გაწევრიანებული და ასეთმა დეპუტატებმა დატოვეს თითო კომიტეტი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეებმა და ვიცე-სპიკერებმა დავტოვეთ ყველა კომიტეტი. ვართ საგანგებო რეჟიმში. იმ სამარცხვინო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ’’ მიიღო ივანიშვილის დავალებით, ნორმალურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებთ პარლამენტში“,- აღნიშნა მაშინ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.