პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებენ
პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებენ

პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებენ. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კერძოდ, საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებენ ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია და ოთარ კახიძე.

როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ „ქართული ოცნება“ ნორმალურ სამუშაო რეჟიმში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.

„რეგლამენტის შესაბამისად, დავტოვეთ ყველა კომიტეტი. თითო დეპუტატი მინიმუმ ორ კომიტეტში იყო გაწევრიანებული და ასეთმა დეპუტატებმა დატოვეს თითო კომიტეტი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეებმა და ვიცე-სპიკერებმა დავტოვეთ ყველა კომიტეტი. ვართ საგანგებო რეჟიმში. იმ სამარცხვინო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ’’ მიიღო ივანიშვილის დავალებით, ნორმალურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებთ პარლამენტში“,- აღნიშნა ოთარ კახიძემ.