საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა
საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა

საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ აცხადებს, იმედი აქვს, რომ კოლეგები ინიციატივას მხარს დაუჭერენ.

„ჩვენმა ფრაქციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებას ეხება. რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი იქნება რუსული კვალის და გავლენის დადგენა. ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ მოვლენების უკან შსაძლოა, იყოს კრემლი. იმედი გვაქვს, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ ჩვენი კოლეგები. უკვე გვაქვს თანხმობა რამდენიმე ფრაქციისგან, ვაგრძელებთ კოლეგებთან კონსულტაციებს და იმედი გვაქვს, ის 50 ხმა, რაც ამ კომისიის მუშაობის დაწყებას სჭირდება, იქნება პარლამენტში. ჩვენ გვაქვს უფლება, კომისიაში დავიბაროთ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ძირითადი აქცენტი იქნება ამ მიმართულებით და ფოკუსი იქნება ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესებზე – სად იკვეთება კრემლის კვალი და რა იყო იმის მიზეზი, რომ უმოქმედო იყო შს სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობა გამოწვეული იყო იმით, რომ ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ერთობლივად ორგანიზებული იყვნენ ეს მოძალადე ჯგუფები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.