საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქში პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ზირაქაშვილის ინფორმაციით, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში, 10:00 საათის მონაცემებით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 7,45 პროცენტმა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.
კომისიის თავმჯდომარის გიორგი ზირაქაშვილი განცხადებით, აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურთან შედარებით მაღალია.
პირველ ტურში 10:00 საათის მონაცემებით 5,2 პროცენტი იყო. მთაწმინდის ოლქში საერთო ჯამში 53 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული და 38 საარჩევნო უბანია გახსნილი.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაიმე დარღვევა არ დაფიქსირებულა და საოლქო კომისიაში ჯერ საჩივარი არ შესულა.