საოკუპაციო რეჟიმმა ორი დღის წინ დაკავებული საქართველის მოქალაქე გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმმა ორი დღის წინ დაკავებული საქართველის მოქალაქე გაათავისუფლა.
ცხინვალის რეგიონიდან დევნილი და თბილისში მცხოვრები 22 წლის ახალგაზრდა რუსმა სამხედროებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
გათავისუფლებულს შსს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ და ამის შემდეგ გაირკვევა, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდის დაკავება.