აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა დღეს 17:00 საათიდან ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა.
ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდის გავლით გადაადგილება სრულად აიკრძალა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა კი, შეუძლიათ მათ, ვისაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი აქვს.
როდის მოიხსნება შეზღუდვა, ჯერ უცნობია.