საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, მათგან ცხრას კი „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 43, გარდაიცვალა სამი ადამიანი.