საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა

20:46, 10.08.2020

კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, მათგან ცხრას კი „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 43, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

მსგავსი