საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დააკავეს
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დააკავეს.
პირველ არხს მომხდარი ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დღეს სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო ხუხაშვილიც დააკავეს.