საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დააკავეს
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დააკავეს.

პირველ არხს მომხდარი ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დღეს სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო ხუხაშვილიც დააკავეს.