საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაკავებული სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრების გათავისუფლებას უახლოეს მომავალში ელოდებიან
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები პირი 3 ივლისს დააკავეს.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
დაკავებულის გათავისუფლებას ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი თანხის გადახდის შემდეგ, უახლოეს მომავალში ელოდებიან.
სუს-ში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.