საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს გატაცებული სოფელ განმუხურში მცხოვრები ორი პირი – ჟ.მ. და ე.გ. გაათავისუფლეს. ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით, გათავისუფლებულები ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდში უკვე დაბრუნდნენ.

მამაკაცები დაკარგულ ცხენს ეძებდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.