საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან განმუხურში მცხოვრები ორი პირი გაიტაცეს

15:11, 13.02.2019

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ განმუხურში მცხოვრები ორი პირი – ჟ.მ. და ე.გ. გაიტაცეს.

როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, მამაკაცები დაკარგულ ცხენს ეძებდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს. მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

განმუხურში სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იმყოფება.

მსგავსი