საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ბოძების დამონტაჟების შემდეგ, ტერიტორია დატოვეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში სატვირთო მანქანით დღეს მიტანილი ბოძების დამონტაჟების შემდეგ, ტერიტორია დატოვეს. ამის შესახებ ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა დილის საათებში განაახლეს. ოკუპანტები პერიმეტრს რკინის კონსტრუქციებით ღობავენ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო.
რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.