სანტიაგო სოლარი - კმაყოფილი ვარ გარეტ ბეილით
სანტიაგო სოლარი - კმაყოფილი ვარ გარეტ ბეილით

მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარის მიაჩნია, რომ მის ფეხბურთელებს კლუბში პრობლემები არ აქვთ. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ლევანტესთან მატჩში, გარეტ ბეილმა, რომელიც უკმაყოფილოა გუნდში არსებული სიტუაციით, არ აღნიშნა პენალტით გატანილი გოლი და თანაგუნდელი ლუკას ვასკესის მხარზე გადახვეული ხელი მოიცილა.

სოლარის განცხადებით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აღნიშნავს ბეილი გოლებს.

„სიმართლე გითხრათ, მე ეს არ მაღელვებს. ბეილს შეუძლია, როგორც სურს ისე აღნიშნოს გოლები. მე მომწონს მისი განწყობა და მუშაობა ვარჯიშებზე და მატჩების დროს“, – მოჰყავს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვები გაზეთ მარკას (Marca).