გარეტ ბეილმა საკუთარი მარკის ლუდი შექმნა #1TVSPORT
გარეტ ბეილმა საკუთარი მარკის ლუდი შექმნა #1TVSPORT

უელსის ნაკრებისა და „ლოს ანჯელესის“ ფორვარდმა გარეტ ბეილმა ლუდის საკუთარი ბრენდი დააარსა.

ალკოჰოლური სასმელი უელსის სუპერმარკეტებში მომდევნო კვირას გამოჩნდება – ასე აღნიშნავს ქვეყანა ბოლო 64 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას. ამ მოვლენის აღნიშვნა უელსელ გულშემატკივრებს ორნაირი ლუდით – Bale Ale-თი ან Bale Lager-ით შეეძლებათ. ორივე სახეობის შემთხვევაში თითო ბოთლის ღირებულება 1.7 ფუნტს შეადგენს.

გარეტ ბეილი აპირებს ლუდი რეალიზაციიდან შემოსავლის ნაწილი უელსში მასობრივი ფეხბურთის განვითარებას მოახმაროს.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე უელსი ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის, ირანისა და აშშ-ის წინააღმდეგ ითამაშებს.