ცვლილებების დრო დადგა, ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადავდივარ - გარეთ ბეილმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ცვლილებების დრო დადგა, ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადავდივარ - გარეთ ბეილმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT

უელსის ნაკრების თავდამსხმელმა, გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ცხოვრებაში წარმოუდგენლად გამიმართლა. ჩემი ოცნების რეალიზება მოვახერხე – ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს, დაკავებული ვიყავით სპორტით.

ცვლილებების დრო დადგა, ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადავდივარ, რასაც ახალი გამოწვევები და თავგადასავლები მოჰყვება“, – დაწერა ბეილმა.

ბეილი ბოლოს „ლოს ანჯელესში“ თამაშობდა. მანამდე უელსელი ვარსკვლავი „საუთჰემპტონის“, „ტოტენჰემისა“ და მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა. „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში ბეილმა ხუთჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა.