გარეტ ბეილმა გოლფისტის პროფესიული კარიერა დაიწყო #1TVSPORT
გარეტ ბეილმა გოლფისტის პროფესიული კარიერა დაიწყო #1TVSPORT

უელსის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, გარეტ ბეილმა გოლფისტის კარიერა დაიწყო. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა. უელსელი მონაწილეობას მიიღებს პროფესიული ტურის (PGA Tour) ტურნირში, რომელიც კალიფორნიაში გაიმართება.

„მოხარული ვარ, შეგატყობინოთ, რომ ვითამაშებ AT& T Pebble Beach Pro-Am-ში მომავალი თვის დასაწყისში“, – დაწერა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის გარეტ ბეილმა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ 9 იანვარს გამოაცხადა. მას ოთხ კლუბში უთამაშია – „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემში“, „რეალსა“ და „ლოს ანჯელესში“.