სანქტ პეტერბურგში Wildberries-ის მზა პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
სანქტ პეტერბურგში Wildberries-ის მზა პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით წერს, ხანძრის ფართობი 70 ათასი კვადრატული მეტრია. უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძარს სირთულის მაქსიმალური ნიშნული აქვს მინიჭებული.
როგორც იუწყებიან, ხანძარს მოჰყვა ნგრევაც. ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია 270 ადამიანი და 57 ერთეული ტექნიკა.
ვრცელდება ცნობა, რომ მეხანძრეებმა არ დაუშვეს, ხანძარი საწყობიდან ავტოსადგომსა და ახლომდებარე ელექტროსადგურზე გავრცელებულიყო.
ჯერ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. Wildberries-ში აცხადებენ, რომ საწყობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მათი ზარალის კომპენსაცია მოხდება.
წინასწარი ცნობებით, ხანძრის მიზეზი ელექტროსადენების გაუმართაობა იყო.