სანდრო რაქვიაშვილი - დარწმუნებული ვარ, არც ერთი ოპოზიციონერი რევოლუციას არ აპირებდა, რაც გასაგებია, რადგან ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი არ არსებობს
„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ გეგმავდა რევოლუციას. მისივე თქმით, ეს საჯარო განცხადებებიდანაც ჩანს.
„ბევრჯერ მქონდა საუბარი ოპოზიციასთან რევოლუციიის თაობაზე და დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არანაირ რევოლუციას არ აპირებდა. შეიძლება, შეიცვალა ეს პოზიცია, მაგრამ საჯარო განცხადებიდან ჩვენ ვიცით, რომ არანაირ რევოლუციას არ გეგმავენ, რაც თავისთავად გასაგებია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი არ არსებობს“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.