სანდრა რულოვსი - პატიმრობაში მყოფი ლიდერის გზავნილებს ხალხს მე მივაწვდი
სანდრა რულოვსი - პატიმრობაში მყოფი ლიდერის გზავნილებს ხალხს მე მივაწვდი

კიევში, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია გრძელდება.

აქციის მონაწილეები მაიდანზე არიან შეკრებილები. ადგილზე დამონტაჟებული სცენიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მიმართეს სანდრა რულოვსმა, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერებმა და სახალხო დეპუტატებმა.

მათ მომხრეებს ოდსის ოლქის ყოფილი გუბერნატორის სასამართლო პროცესზე მისვლისკენაც მოუწოდეს, რომელიც სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

სანდრა რულოვსმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ სააკაშვილის არყოფნაში სწორედ ის იქნება შუამავალი და ხალხს მიაწვდის პატიმრობაში მყოფი ლოდერის გზავნილებს.

აქციის მონაწილეების ნაწილი მაიდნის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორისკენ აპირებს მსვლელობის გაგრძელებას, სადაც მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

 

ფოტო: ირაკლი გედენიძე