ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი სისულელეა.
როგორც პირველ არხს სანდრა რულოვსმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა.
“ეს არის პროტესტი მიშას დაკავების წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რადგან რაც მოხდა, არის უსამართლობა, არის სირცხვილი. რა ბრალსაც უყენებენ, არის სისულელე, მართლა სასაცილოდ არ გვყოფნის. ჩვენ ვაპროტესტებთ და ე.წ. სასამართლოს მოლოდინში ვართ, რომ გავიგოთ, რას უპირებენ. ალბათ გაუშვებენ, რადგან ყველასთვის ნათელია, უკრაინაშიც და უკრაინის ფარგლებს გარეთაც, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და მიშა არის პოლიტიკური პატიმარი”, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
კიევში, შევჩენკოს სახელობის პარკში, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია სახელწოდებით “მარში იმპიჩმენტისთვის” მიმდინარეობს.