სანდრა რულოვსი - გაოცებული ვარ, რა გააკეთეს და რა რეზინის ტყვიები გამოიყენეს
ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
სანდრა რულოვსი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილებს შეუერთდა.
როგორც მან აღნიშნა, იზიარებს მოთხოვნებს, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ.
„მოთხოვნებს მე შევუერთდები. ეს გახარიას გადადგომაა. ეს იმ ხალხის დასჯაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა 20-21 ივნისს იმ ღამეს. ასევე არის ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ასევე პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც ამ ბოლო დღეებში იყო დაკავებული. ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. მე დღეს აქ ნიკუშასთან ერთად მოვედი. ჩვენ აქციაზე მოსვლა გვინდოდა. დღეს ქუთაისში ვიყავი მეუფე კალისტრატეს დაკრძალვაზე. დაჭრილები გუშინ მოვინახულე. გაოცებული ვარ, რა გააკეთეს და რა რეზინის ტყვიები გამოიყენეს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.