სამტრედიის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ოთხ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და მათი პასუხები უარყოფითია.
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, ცხელების ცენტრში კიდევ ორი პაციენტი შევიდა, რომელთაც კვლევა ჩაუტარდებათ.