სამტრედიის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ოთხ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

10:56, 10.06.2020

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და მათი პასუხები უარყოფითია.

​სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, ცხელების ცენტრში კიდევ ორი პაციენტი შევიდა, რომელთაც კვლევა ჩაუტარდებათ.

მსგავსი